Pages

Wednesday, October 28, 2015

რეფლექსია მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა , მიხარია იმიტომ,რომ ჩემმა პროექტმა დასრულებული სახე მიიღო .თთოეული საქაღალდე დაწვრილებით განვიხილეთ, გავასწორეთ შეცდომები და ავტვირთეთ ბლოგზე. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები. ძალიან კარგი პროექტები გამოვიდა,მგონი ჩემსასაც არა უშავდა, მაგრამ გული მწყდება , რომ დასრულდა და ვეღარ მივიღებთ  ასეთ კარგ რჩევებს, თუმცა გვრჩება რესურსები , რომლებიც ყოველთვის გამოგვადგება. ძალიან კარგი იყო ,კმაყოფილი ვარ , დიდი მადლობა ამისთვის.

Monday, October 26, 2015

რეფლექსია მერვე დღე

ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა დღეს უკვე მოსწალის როლში ვიყავით და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ეხლა უკვე კარგად ვიცი რას გრძნობენ მოსწავლეები პროექტზე მუშაობის დროს, როგორ შემოქმედებითად უდგება ამ პროცესს და როგორ ელოდება მასწავლებლის და თანატოლის შეფასებას . ნაშრომი მგონი კარგი გამოვიდა  . ბოლოს ჩვენი ნაშრომები ავტვირთეთ ბლოგზე . ჩემი პორტფოლიო ნელ-ნელა შეივსო სულ ცოტაც და დასრულებულ სახეს მიიღებს. და ტრენინგიც დამთავრდება თუმცა მიმაჩნია  ყველაფერი ამით არ დამთავრდება, რადგან გვრჩება უამრავი მასალა და რესურსი ,რომელსაც შევძლებთ ყოველთვის გამოვიყენოთ დღეს კარგი დღე იყო კმაყოფილი ვარ ჩემი მიღწევებებით .

Wednesday, October 21, 2015

რეფლექსია მეშვიდე დღე

უკვე მივადექით ყველაზე საპასუხიმგებლო საქმეს . დღეს ვიმუშავეთ drive-ში.  შევქმენით საქაღალდეები, სადაც უკვე მოვახდენთ ჩვენი ნაშრომების ატვირთვას და შემდეგ  ბლოგზე გამოვაქვეყნებთ .პროექტის გეგმაც თითქმის დავასრულეთ დაგვჩა მხოლოდ  სასწავლო პროცედურების აღწერა. თუმცა სამუშაო მაინც ბევრია. იდეები განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნის თაობაზე,  გავუზიარეთ ერთმანეთს ახლა უკვე მოსწავლის როლი უნდა მოვირგოთ და შემდეგ ტრენინგზე  წარმოვადგინოთ პრეზენტაციები. ვნახოთ რა გამოვა

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Monday, October 19, 2015

რეფლექსია მეექვსე დღე

 ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის ნამუშევრების განხილვით, ვისაუბრეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და დავიწყეთ ფიქრი შეფასების რუბრიკების შექმნაზე ჩვენი პროექტისთვის.ასევე ვისაუბრეთ საწავლო თემისთვის საჭირო რესურსებზე განვიხილეთ უამრავი რესურსი რომელიც შეგვიძლია ნიმუშად გამოვიყენოთ,პროექტზე მუშაობა  თითქმის დავასრულეთ . ჩამოვაყალიბეთ ჩვენი იდეები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის შესახებ ,ასევე განვიხილეთ რა შედის პროექტის მახმარე მასალებში. ასე რომ შემდეგ ტრენინგზე მოგვიწევს მოვირგოთ მოსწავლის როლები რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ,რადგან უკეთესად მივხვდებით , რას გრძნობენ ჩვენი მოსწავლეები მუშაობის პროცესში.







Wednesday, October 14, 2015

რეფლექსია მეხუთე დღე

როგორც ყოველთვის დღესაც საკმაოდ დაძაბული და შრომატევადი დღე გვქონდა  . ტრენინგი დავიწყეთ you tobe -დან  ვიდეოების ატვირთვის და გამოქვეყნების შესწავლით , რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის . გარდა ამისა განვიხილეთ სლაიდების და ფოტოების ატვირთვის ინსტრუქცია , უკვე ატვირთული ვიდეოების ჩამოჭრა-შეცვლა .
   ამის შემდეგ უკვე პროექტს დავუბრუნდით და ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი კითხვების დასმაზე ,კარგად გავიაზრე ზოგადი კითხვის მნიშვნელობა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის, ასევე რა დანიშნულება აქვს თემატურ კითხვას და რაზე უნდა იყოს დაფუძნებული შინაარსობრივი კითხვა.
   ასევე ვისაუბრეთ შეფასების გეგმებზე,როგორ გამოვიყენოთ ბლოგები სასწავლო პროცესში და საერთოდ გუგლის სერვისები , ჩვენი პროექტი ნელ-ნელა მიიწევს წინ და მალე ალბათ დასრულებულ სახეს მიიღებს თუმცა წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის

Monday, October 12, 2015

რეფლექსია მეოთხე დღე

საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო .ტრენინგი დავიწყეთ პროექტის გეგმის განხილვით ვიმუშავეთ მიზნის  ჩამოყალიბებაზე , გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და ამის მიხედვით შევასწორეთ ჩვენი პროექტი. ასევე ძალიან საინტერესო იყო ბლოგებზე გვერდების დამატების სწავლა , სურათის და ვიდეოების ჩასმა . ტრენინგი უფრო საინტერესო ხდება და გვიწევს აქტიური მუშაობა