Pages

Wednesday, October 14, 2015

რეფლექსია მეხუთე დღე

როგორც ყოველთვის დღესაც საკმაოდ დაძაბული და შრომატევადი დღე გვქონდა  . ტრენინგი დავიწყეთ you tobe -დან  ვიდეოების ატვირთვის და გამოქვეყნების შესწავლით , რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის . გარდა ამისა განვიხილეთ სლაიდების და ფოტოების ატვირთვის ინსტრუქცია , უკვე ატვირთული ვიდეოების ჩამოჭრა-შეცვლა .
   ამის შემდეგ უკვე პროექტს დავუბრუნდით და ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი კითხვების დასმაზე ,კარგად გავიაზრე ზოგადი კითხვის მნიშვნელობა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის, ასევე რა დანიშნულება აქვს თემატურ კითხვას და რაზე უნდა იყოს დაფუძნებული შინაარსობრივი კითხვა.
   ასევე ვისაუბრეთ შეფასების გეგმებზე,როგორ გამოვიყენოთ ბლოგები სასწავლო პროცესში და საერთოდ გუგლის სერვისები , ჩვენი პროექტი ნელ-ნელა მიიწევს წინ და მალე ალბათ დასრულებულ სახეს მიიღებს თუმცა წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის

No comments:

Post a Comment